ჯენარო გატუზო სპლიტის „ჰაიდუკის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ჯენარო გატუზო სპლიტის „ჰაიდუკის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ხორვატიის საფეხბურთო ლიგის გუნდმა, სპლიტის „ჰაიდუკმა“ მთავარ მწვრთნელად იტალიელი ჯენარო გატუზო დანიშნა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, „მილანის“ ყოფილ ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და გატუზო გუნდს 2026 წლის 30 ივნისამდე უხელმძღვანელებს.

„ჰაიდუკმა“ გასულ სეზონში ხორვატიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება გატუზოს, ის ბოლოს ფრანგულ „მარსელს“ წვრთნიდა და სეზონის მიმდინარეობისას გაათავისუფლეს.

კარიერის მანძილზე 46 წლის იტალიელი „სიონს“, ოფი-ს, „პალერმოს“, „პიზას“, „მილანს“, „ნაპოლისა“ და „ვალენსიასაც“ წვრთნიდა. მისი მთავარი მიღწევა „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის თასის მოგებაა.