ჯეი დი ვენსი - დონალდ ტრამპის მისიაა ევროპაში მშვიდობის დაბრუნება
ჯეი დი ვენსი - დონალდ ტრამპის მისიაა ევროპაში მშვიდობის დაბრუნება

დონალდ ტრამპის მისიაა ევროპაში მშვიდობის დაბრუნება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

ინგლისში, სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უთხრა მას, რომ მისი მისიაა „ევროპაში მშვიდობის დაბრუნება“.

„მე ტრამპს აქ გამოსვლამდე ვესაუბრე და მან ძალიან მარტივად თქვა, რომ ჩვენი, როგორც ადმინისტრაციის მისია ევროპაში მშვიდობის დაბრუნება იქნება“, – განაცხადა ვენსმა.