„ბარნლის“ ყოფილი ნახევარმცველი, ჯეფ ჰენდრიკი უახლოეს მომავალში „ნიუკასლის“ ფორმას მოირგებს, – იუწყება The Guardian.
გამოცემის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ხელშეკრულება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაფორმდება.
ინგლისის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონში ჯეფ ჰენდრიკმა 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ორიც საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ჯეფ ჰენდრიკით „რომა“ და „მილანი“ იყვნენ დაინტერესებულები.