მამარდაშვილის ნაცვლად, „ნიუკასლმა“, შესაძლოა, „არსენალიდან“ აარონ რამსდეილი შეიძინოს #1TVSPORT
მამარდაშვილის ნაცვლად, „ნიუკასლმა“, შესაძლოა, „არსენალიდან“ აარონ რამსდეილი შეიძინოს #1TVSPORT

„ნიუკასლი“ მეკარის დამატებას ცდილობს. გუნდმა, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად, „არსენალიდან“ აარონ რამსდეილი დაიმატოს – ინფორმაციას HITC Football-ის ინსაიდერი, გრეჰემ ბეილი ავრცელებს.

„ზაფხულში „ნიუკასლისთვის“ ახალი მეკარის დამატება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან ლორის კარიუსს კონტრაქტი დაუმთავრდა, გუნდი ასევე შეიძლება, მარტინ დუბრავკამაც დატოვოს, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა. ამიტომ ედი ჰოუ ახალ მეკარეს ეძებს, რომელიც ნიკი პოპს უფრო მეტ კონკურენციას გაუწევს.

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა ერთ-ერთ ვარიანტად „ვალენსიიდან“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს განიხილავს, რომელიც ედი ჰოუს მოსწონს. გავრცელებული ინფორმაციით, „კაჭკაჭებმავალენსიელებთან მოლაპარაკებებიც გამართეს. „ნიუკასლი“ „არსენალიდან“ აარონ რამსდეილის ტრანსფერზეც ფიქრობს და ეს უფრო რეალური ვარიანტი ჩანს, რადგან საეჭვოა, რომ „ნიუკასლმამეკარეში 35 მილიონი ფუნტი გადაიხდოს, რამსდეილის სატრანსფერო ფასი კი 15 მილიონი ფუნტია“, – ამტკიცებს HITC Football-ის ინსაიდერი.

SportItalia-ს ინფორმაციით, მამარდაშვილს „ინტერშიც“ იწვევენ. იტალურ გამოცემას „ვალენსიის“ ლეგენდარული მეკარე სანტიაგო კანისარესი ესაუბრა.

„მამარდაშვილს ბევრი ძლიერი თვისება აქვს. ის ძალიან ახალგაზრდაა, მეკარეები ყოველწლიურად იხვეწებიან. თუ მამარდაშვილი წინსვლას ამ ტემპით განაგრძობს, მას მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, რომ გიორგი ნებისმიერი ევროპული კლუბისთვის სასურველი ფეხბურთელია“, – განაცხადა კანისარესმა.