ჯეფ ჰენდრიკი „ნიუკასლში“ გადასასვლელად ემზადება
ჯეფ ჰენდრიკი „ნიუკასლში“ გადასასვლელად ემზადება

„ბარნლის“ ყოფილი ნახევარმცველი, ჯეფ ჰენდრიკი უახლოეს მომავალში „ნიუკასლის“ ფორმას მოირგებს, –  იუწყება The Guardian.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ხელშეკრულება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაფორმდება.

ინგლისის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონში ჯეფ ჰენდრიკმა 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ორიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ჰენდრიკით „რომა“ და „მილანი“ იყვნენ დაინტერესებულები.