„მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო სამიზნე ზაფხულში ბრუნო გიმარაესი იქნება #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო სამიზნე ზაფხულში ბრუნო გიმარაესი იქნება #1TVSPORT

ესპანური გამოცემის, AS-ის ინფორმაციით, „ნიუკასლისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბრუნო გიმარაესი „მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო სამიზნეა.

როგორც წყარო იუწყება, ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო და მზადაა, მის სანაცვლოდ „ნიუკასლს“ 115 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს და „ნიუკასლი“ მის ადვილად დათმობას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში გიმარაესმა 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მან სამი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.