ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ კანადის მთავრობამ უკრაინისთვის 120 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა
ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ კანადის მთავრობამ უკრაინისთვის 120 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ მისი მთავრობა მზად არის, გვერდით დაუდგეს უკრაინას „რაც უნდა მოხდეს“. კანადის სამაუწყებლო კორპორაციის ცნობით, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ დაამტკიცა 120 მილიონი კანადური დოლარი ოდენობის სესხი კიევის ფინანსური მხარდაჭერისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინას, წინააღმდეგობა გაუწიოს „დესტაბილიზაციურ ქმედებებს, რომლებშიც რუსები არიან ჩართული“.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ რუსეთის აგრესიისა და უკრაინაში მორიგი ინტერვენციის საფრთხის გამო. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ ადგილზე და მსოფლიოში ჩვენს დიპლომატებთან და სამხედროებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რაც უნდა მოხდეს; გვაქვს ბევრი გეგმა გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის. რა თქმა უნდა, კანადელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება უპირველესი მნიშვნელობისაა და განვაგრძობთ იქ ყოფნას უკრაინისთვის, კანადელებისა და უკრაინელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ტრუდომ.

ტრუდოს თქმით, კანადა გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას სამხედრო საწვრთნელი მისიებით, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერით, სავაჭრო შეთანხმებებით.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ აქვთ საჭირო მხარდაჭერა“, – აღნიშნა ტრუდომ.