ჯანო ანანიძე თებერვლის ბოლოს დაბრუნდება
ჯანო ანანიძე თებერვლის ბოლოს დაბრუნდება

რუსეთის ჩემპიონის, მოსკოვის „სპარტაკის“ სამედიცინო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა გუნდის ტრავმირებულ მოთამაშეებზე. მათ შორის არის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

ირკვევა, რომ შეკრებაზე, რომელზეც „სპარტაკი“ მალე გაემგზავრება, ქართველი ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს, ხოლო მისი დაბრუნება თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ მარცხენა კოჭის ტრავმა 23 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მიიღო. ქართველს 14 ოქტომბერს, რომში ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.