ოპერაციის შემდეგ, ჯანო ანანიძემ თაბაშირი მოიხსნა [ვიდეო]
ოპერაციის შემდეგ, ჯანო ანანიძემ თაბაშირი მოიხსნა [ვიდეო]

ჯანო ანანიძეს ოქტომბერში რომში ფეხის ტერფზე ოპერაცია ჩაუტარდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“’ ნახევარმცველი ახლა რეაბილიტაციას რომის კლინიკაში გადის.

ჯანომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თაბაშირი მოიხსნა და ოპერაციის შემდეგ პირველად გაიარა.

ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში, „ანჟისთან“ შეხვედრის 34-ე წუთზე დაშავდა და საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრებში ვერ დაეხმარა.