ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის შემთხვევები იკლებს, სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის შემთხვევები იკლებს, სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის კლება შეინიშნება, სიფრთხილე შეინარჩუნონ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

„რის ნახვასაც არ ვისურვებდით, ლოკდაუნიდან და ვირუსის კონტროლიდან მორიგ ლოკდაუნზე გადასვლაა.

ჩვენს შესაძლებლობებში შედის გავრცელების დაბალი დონის შენარჩუნება. ვნახეთ ათობით ქვეყანა, რომლებმაც გვაჩვენეს, რომ ამის გაკონტროლება და ამ კონტროლის შენარჩუნება შესაძლებელია“, – განაცხადა მარია ვან კერხოვემ ჟენევაში გამართულ ვირტუალურ ბრიფინგზე.

დატოვე კომენტარი