ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში მკაცრი შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში მკაცრი შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ევროპაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.

მისი თქმით, ევროპის სახელმწიფოების მთავრობებმა, მკაცრი ზომების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებამდე, არსებული სიტუაცია დეტალურად უნდა შეისწავლონ.

პანდემიასთან ბრძოლის მარათონში ჯერ კიდევ დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი“, – განაცხადა კლუგემ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის გაუქმების შესახებ განაცხადა.

ჩეხეთი, დანია, ნორვეგია და ავსტრია მკაცრი ზომების შემსუბუქებას 12 აპრილის შემდეგ აპირებენ.