ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დექსამეტაზონის წარმოების გაფართოების ინიციატივით გამოდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დექსამეტაზონის წარმოების გაფართოების ინიციატივით გამოდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დექსამეტაზონის წარმოების გაფართოების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გააკეთა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ დექსამეტაზონი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს.

გებრეიესუსის თქმით, ბრიტანელი მკვლევრების მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ დექსამეტაზონზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში გაზრდილია.

შეგახსენებთ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის ფარგლებში 2000 პაციენტს დექსამეტაზონით უმკურნალეს. შედეგად, მძიმე ავადმყოფებს შორის სიკვდილიანობა 35 პროცენტით შემცირდა.