ივან რაკიტიჩი - კარიერის დასაწყისში, ფეხბურთი კინაღამ ჩოგბურთით შევცვალე
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა გაამხილა, რომ თავისი კარიერის ადრეულ სტადიაში განიხილავდა ჩოგბურთის სასარგებლოდ ფეხბურთიდან წასვლას.
„13 წლის ასაკამდე მე ფეხბურთს და ჩოგბურთს ერთმანეთს ვუნაცვლებდი. მინდოდა ფეხბურთიდან წასვლა, რათა საჩოგბურთო კარიერა დამეწყო, მაგრამ მამაჩემმა შემაჩერა.
რას გავაკეთებ პირველ რიგში, როცა კარანტინი დასრულდება? სავარჯიშოდ წავალ“, – თქვა რაკიტიჩმა ინსტაგრამზე
ამ სეზონში რაკიტიჩმა 21 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.