„ბარსელონა“ რაკიტიჩის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს
„ბარსელონა“ რაკიტიჩის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს

„ბარსელონა“ ივან რაკიტიჩის გაყიდვას 20 მილიონ ევროდ აპირებს, – იტყობინება Marca.

ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტი კატალონიელებთან 2021 წელს იწურება და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა იჩქარებს, რომ რაკიტიჩი ამ ზაფხულს, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაასხვისოს.

მიმდინარე სეზონში 32 წლის რაკიტიჩმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

ადრე იწერებოდა, რომ რაკიტიჩის შეძენის მსურველებს შორის „სევილია“ ლიდერობს.