„იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ ბერნანდესკის რაკიტიჩში გაცვლაზე უარი განუცხადა
„იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ ბერნანდესკის რაკიტიჩში გაცვლაზე უარი განუცხადა

„იუვენტუსმა“ კატალონიური „ბარსელონა“ უარით გაისტუმრა. საქმე ისაა, რომ ესპანელებმა ტურინელებს ბერნანდესკის სანაცვლოდ რაკიტიჩი და ათი მილიონი ევრო შესთავაზეს, იტყობინება ჯანლუკა დი მარციო. წყაროს ინფორმაციით, „იუვენტუსი“ ამ გარიგების სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

bერნანდესკიმ იტალიური გრანდის გულშემატკივრების იმედები დიდად ვერც გაამართლა, ხოლო რაც შეეხება რაკიტიჩს, მისი „ბარსელონაში“ დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია.