„მილანი“ რაკიტიჩის შეძენას კვლავ შეეცდება
„მილანი“ რაკიტიჩის შეძენას კვლავ შეეცდება

„მილანის“ ხელმძღვანელობა ივან რაკიტიჩის შესაძენად მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ემზადება, – იუწყება Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო რამდენიმე პერიოდში მილანელებმა „ბარსელონას“ ხორვატი ფეხბურთელის შესაძენად უკვე გამართეს მოლპარაკებები, მაგრამ უშედეგოდ.

რაკიტიჩის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წელს იწურება და შესაბამისად, კატალონიელები ეცდებიან, რომ ხორვატი ფეხბურთელი მანამდე გაასხვისონ, სანამ ამ უკანასკნელს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭება და „მილანს“ საშუალება მიეცემა, რომ სასურველი მოთამაშე გუნდში ამ ზაფხულს გადაიყვანოს.