გვქონდა უპირატესობის აშკარა შეგრძნება - რაკიტიჩმა 2015 წლის სეზონი გაიხსენა, როცა „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო
გვქონდა უპირატესობის აშკარა შეგრძნება - რაკიტიჩმა 2015 წლის სეზონი გაიხსენა, როცა „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო

კატალონიური კლუბის ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა 2015 წელი გაიხსენა, როცა „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

„მესისთან, სუარესთან და ნეიმართან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნო იყო, – ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Marca. – თქვენ შეგეძლოთ გეყურებინათ ჩვენი მოწინააღმდეგეების ნერვიულობისთვის. ისინი სრულად იყვნენ მობილიზებულები, რადგან არ იცოდნენ, მოედნის რომელ მონაკვეთზე დაჭირდებოდათ მაქსიმალური კონცენტრაცია.

ძალიან ძლიერები ვიყავით და ძალა სულ უფრო გვემატებოდა. ფინალში უკვე პიკს მივაღწიეთ და ამას გადამწყვეტ თამაშში ვგრძნობდით. ერთმანეთში ვამბობდით, რომ არ გვინდოდა, სეზონი დასრულებულიყო, რადგან თამაში გვწყუროდა. გვქონდა უპირატესობის აშკარა შეგრძნება“, – იხსენებს ივან რაკიტიჩი.