რაკიტიჩი საკუთარ მომავალს „სევილიაში“ ხედავს
რაკიტიჩი საკუთარ მომავალს „სევილიაში“ ხედავს

„ბარსელონას“ ხორვატი მცველი მზად არის, კატალონიური კლუბი დატოვოს, რომ „სევილიაში“ დაბრუნდეს, – იუწყება Estadio Deportivo.

შეგახსებთ, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს ივან რაკიტიჩის გასხვისებას გეგმავს, რადგან ხორვატ ფეხბურთელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

გამოცემის ინფორმაციით, ივან რაკიტიჩის შეძენით „მილანიც“ დაინტერესებულია, თუმცა, თავად ფეხბურთელი „სევილიაში“ გადასვლას ამჯობინებს.