იტალიის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირების თაობაზე მოსმენა გადადო
იტალიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი სეპარატისტი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის ესპანეთში ექსტრადირების თაობაზე მოსმენა გადადო. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პუიჩდემონს ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება საშუალება აქვს.
ესპანეთში კარლეს პუიჩდემონს, 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების გამო, ამბოხის წაქეზებაში სდებენ ბრალს. მარტში ევროპარლამენტმა კარლეს პუიჩდემონს იმუნიტეტი გაუუქმა, ხოლო 23 სექტემბერს ის კუნძულ სარდინიაზე დააკავეს, სადაც კატალონიის ფოლკლორისადმი მიძღვნილ ფესტივალზე დასასწრებად ჩავიდა. ესპანეთი მის ექსტრადირებას ითხოვს.
2017 წელს, კარლეს პუიჩდემონის ხელმძღვანელობით, კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო, რამაც ესპანეთში კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია.