იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ მხარს უჭერს, ევროპის ჩემპიონატის ფინალი, ლონდონის ნაცვლად, რომში ჩატარდეს
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, მხარს უჭერს ევროპის ჩემპიონატის ფინალის, ლონდონის ნაცვლად, რომში ჩატარებას. ამის შესახებ მან ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„დიახ. მე ვეცდები, შევაჩერო ფინალის ჩატარება ისეთ ქვეყანაში, სადაც ინფექციის მაჩვენებელი სწრაფად მზარდია“, – განაცხადა მარიო დრაგიმ პასუხად შეკითხვაზე, უჭერს თუ არა ის მხარს ფინალური მატჩის რომში ჩატარებას.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 633 და გარდაცვალების ხუთი შემთხვევა აღირიცხა.