იტალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვერტმფრენი, რომელიც ტოსკანას რეგიონის ქალაქ ტულადან ტრევიზოში მიფრინავდა, ორი დღის წინ გაუჩინარდა რადარებიდან. მაშველებმა ვერტმფრენის ნამსხვრევები ტოსკანასა და ემილია რომანას რეგიონების საზღვარზე, მთიან მასივში იპოვეს.
„მაშველებმა ვერტმფრენის შვიდი გარდაცვლილი მგზავრი იპოვეს – ოთხი თურქეთის, ორი ლიბანის მოქალაქე, რომლებიც ბიზნესის საკითხებზე იმყოფებოდნენ იტალიაში, ასევე იტალიელი პილოტი“, – ნათქვამია ქალაქ მოდენას პრეფექტის ოფისის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.