იტალიაში კორონავირუსის 14 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 616 პაციენტი
იტალიაში კორონავირუსის 14 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 616 პაციენტი

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 616 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 79 819 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 14 242 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 303 ათასზე მეტი შემთხვევა.