ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამასთან, როგორც მანამდე დაიწერა, მხოლოდ ლომბარდიის რეგიონში გარდაცვალების 542 შემთხვევა დაფიქსირდა.
იტალიაში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 10 000-ია, ინფიცირებულია 92 000 ადამიანი.