იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამასთან, როგორც მანამდე დაიწერა, მხოლოდ ლომბარდიის რეგიონში გარდაცვალების 542 შემთხვევა დაფიქსირდა.
იტალიაში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 10 000-ია, ინფიცირებულია 92 000 ადამიანი.