იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მარტის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

01:11, 23.06.2020

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მარტის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

როგორც იტალიური მედია წერს, ლომბარდიის პროვინციაში, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრად ითვლებოდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამი პაციენტი გარდაიცვალა. ეს 27 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

იტალიაში „კოვიდ-19“-ს საერთო ჯამში 34 657 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა 218 ახალი ინფიცირებული. ამასთან, ქვეყნის შვიდ რეგიონში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

22 ივნისის მონაცემებით, იტალიაში „კოვიდ-19“-ისგან საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 2038 პაციენტი. მათგან 127 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

მსგავსი