იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მარტის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მარტის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
როგორც იტალიური მედია წერს, ლომბარდიის პროვინციაში, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრად ითვლებოდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამი პაციენტი გარდაიცვალა. ეს 27 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
იტალიაში „კოვიდ-19“-ს საერთო ჯამში 34 657 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა 218 ახალი ინფიცირებული. ამასთან, ქვეყნის შვიდ რეგიონში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
22 ივნისის მონაცემებით, იტალიაში „კოვიდ-19“-ისგან საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 2038 პაციენტი. მათგან 127 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.