ისტორიული 13 მაისი და „დინამოს“ გზა ტრიუმფამდე - ვის შეხვდა, ვინ ითამაშა და ვინ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამომ“ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ევროპული თასის მფლობელი გახდა.

თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების სეზონში, 13 მაისის ფინალის ჩათვლით, თბილისის „დინამომ“ 9 მატჩი გამართა, 6 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდება 16:5.

ამ შეხვედრებში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა:

9 (მატჩი) – ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია, დავით ყიფიანი

8 – ვიტალი დარასელია

7 – ვლადიმერ გუცაევი, ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, თამაზ კოსტავა

5 – შოთა ხინჩაგაშვილი, ზაურ სვანაძე

4 – დავით მუჯირი, ნუკრი კაკილაშვილი, რევაზ ჩელებაძე

3 – გიორგი ჭილაია

2 – ვახტანგ ქორიძე, ვაჟა ჟვანია

1 – გოჩა ჯოხაძე, კონსტანტინე კერესელიძე, გურამ ჩქარეული