13 მაისი „გარდიანმაც“ გაიხსენა – „ვესტ ჰემისა“ და „ლივერპულის“ დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ, „დინამომ“ თასიც მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
13 მაისი „გარდიანმაც“ გაიხსენა – „ვესტ ჰემისა“ და „ლივერპულის“ დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ, „დინამომ“ თასიც მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ცნობილმა ინგლისურმა გამოცემა „გარდიანმა“ გაიხსენა 13 მაისს მომხდარი რამდენიმე ძველი თუ ახალი ამბავი, დენის როდმანის საიუბილეო 60 წელი და რუმინეთში პანენკას სტილში გაფუჭებული პენალტი, რომელსაც თანაგუნდელებს შორის ჩხუბი მოჰყვა.

რაც მთავარია, „გარდიანმა“ გაიხსენა თბილისის „დინამოს“ 40 წლის წინანდელი წარმატება და დიუსელდორფში მოპოვებული თასების მფლობელთა თასი.

„1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიგო მას შემდეგ, რაც მან „ვესტ ჰემის“ დიდი სხვაობით დამარცხება შეძლო. „დინამომ“ პოპულარობა მოიპოვა, როდესაც 1979-80 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშებიდან 110,000 გულშემატკივრის თანდასწრებით „ლივერპული“ გამოაგდო და პირველი ევროპული თასი მოიგო.

გუნდმა 1981 წელს თასების თასის ფინალში იენას „კარლ ცაისი“ დაამარცხა, რომელსაც ორი გოლი გაუტანა. გერჰარდ ჰოპემ გერმანელები დააწინაურა, მაგრამ ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ვიტალი დარასელიას სოლო-რეიდით დინამომ გამარჯვება მოიპოვა“, – წერს „გარდიანი“.