ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა
ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმები განახორციელეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემები „ჰაარეცი“ და „თაიმს ოფ ისრაელი“ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიში განხორციელდა ანკლავიდან საჰაერო ფეთქებადი მოწყობილობების გაშვების საპასუხოდ. ისრაელის ხელისუფლებს ცნობით, ღაზას სექტორიდან საჰაერო ბუშტებით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაშვების შედეგად, ანკლავთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე ხანძრის სამი კერა გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიადარტყმები განხორციელდა ხან იუნისში, რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ რაკეტების საწარმოსა და საწვრთნელ ბანაკზე.