ისრაელის პოლიციამ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მეუღლისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაცია გასცა
ისრაელის პოლიციამ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მეუღლისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფო რადიო ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს სატელეკომუნიკაციო კომპანია Bezeq-ისთვის უკანონო შეღავათების დაწესებაში სდებენ ბრალს, რის სანაცვლოდაც კომპანია ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას დადებითად აშუქებდა.
პოლიცია მიიჩნევს, რომ გამოძიებას უკვე აქვს საკმარისი მტკიცებულება, რათა ნეთანიაჰუს მისი მეუღლისა და ასევე Bezeq-ის მფლობელ შაულ ელოვიჩის დანაშაული დაადასტურონ.
ამავე საქმეზე 2018 წლის დასაწყისში პოლიციამ დააკავა ისრაელის პრემიერ- მინისტრის ყოფილი პრესმდივანი ნირ ჰეფეცი. მას სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს.
სამართალდამცავებმა 2017 და 2018 წლებში 12-ჯერ დაკითხეს ბენიამინ ნეთანიაჰუ. თავად ისრაელის პრემიერი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, პოლიციის რეკომენდაციას არანაირი კანონიერი ძალა არ გააჩნია.