ისრაელის პოლიციამ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მეუღლისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაცია გასცა
ისრაელის პოლიციამ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მეუღლისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაცია გასცა

ისრაელის პოლიციამ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მეუღლისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფო რადიო ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს სატელეკომუნიკაციო კომპანია Bezeq-ისთვის უკანონო შეღავათების დაწესებაში სდებენ ბრალს, რის სანაცვლოდაც კომპანია ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას დადებითად აშუქებდა.

პოლიცია მიიჩნევს, რომ გამოძიებას უკვე აქვს საკმარისი მტკიცებულება, რათა ნეთანიაჰუს მისი მეუღლისა და ასევე Bezeq-ის მფლობელ შაულ ელოვიჩის დანაშაული დაადასტურონ.

ამავე საქმეზე 2018 წლის დასაწყისში პოლიციამ დააკავა ისრაელის პრემიერ- მინისტრის ყოფილი პრესმდივანი ნირ ჰეფეცი. მას სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს.

სამართალდამცავებმა 2017 და 2018 წლებში 12-ჯერ დაკითხეს ბენიამინ ნეთანიაჰუ. თავად ისრაელის პრემიერი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, პოლიციის რეკომენდაციას არანაირი კანონიერი ძალა არ გააჩნია.