ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი გადი იეზენკოტი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ წარუმატებელი აღმოჩნდა და წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარებას ითხოვს
ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი გადი იეზენკოტი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ წარუმატებელი აღმოჩნდა და წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი გადი იეზენკოტი აცხადებს, რომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით ბენიამინ ნეთანიაჰუ წარუმატებელი აღმოჩნდა. იეზენკოტი წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კონფერენციაზე გამოსვლისას იეზენკოტმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები „ჰამასის“ წინააღმდეგ „ტოტალური გამარჯვების“ ლოზუნგებით, ნაცვლად იმისა, რომ სიმართლე თქვას ღაზაში ომის სირთულეზე.

„ვინც იტყვის, რომ რაფაჰში რამდენიმე ბატალიონს დავშლით და შემდეგ მძევლებს დავაბრუნებთ, ცრუ ილუზიას თესავს. სამი-ხუთი წელი დასჭირდება ღაზის სტაბილიზაციას და შემდეგ კიდევ მრავალი წელი „ჰამასის“ ალტერნატივის შექმნას“, – განაცხადა იეზენკოტმა.

მისივე თქმით, ნეთანიაჰუმ ვერ შეასრულა 2022 წლის წინასაარჩევნო დაპირებები, მათ შორის, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, საუდის არაბეთთან დიპლომატიური კავშირების ფორმირება და ეკონომიკის გაძლიერება.