ISIS-ის ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ 320 მიმდევრის მოკვლის ბრძანება გასცა
ISIS-ის ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ  320 მიმდევრის  მოკვლის ბრძანება გასცა

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ, ღალატისთვის 320 მიმდევრის მოკვლის ბრძანება გასცა. ინფორმაციას გამოცემა Iraqi News-ი ერაყის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობთ, ალ-ბაღდადის მიერ, ორი კვირის წინ შედგენილ სიაში რიგით მებრძოლებთან ერთად, დაჯგუფების რამდენიმე ლიდერიცაა.

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ანბარის პროვინციაში რვა ჯიჰადისტის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც თავში გასროლით მოკლეს. ერაყის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აღნიშნული პირები სავარაუდოდ, ჯიჰადისტების ლიდერის სიაში მოხვდნენ.

ერაყსა და სირიაში „სახალიფოს“ გამოცხადების შემდეგ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ კონტროლირებული ტერიტორიის 90%-ზე მეტი დაკარგა.