ირმა ინაშვილი -  პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამართლება არ აქვს, ჩვენს ერს სახეს უკარგავს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს
ირმა ინაშვილი - პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამართლება არ აქვს, ჩვენს ერს სახეს უკარგავს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს

ორი დღეა, არ ცხრება ვნებათაღელვა საქართველოში ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან და ვიზიტის ირგვლივ განვითარებულ სამარცხვინო პროცესებთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ფაქტი და მსგავსი ფაქტები არანაირ სიკეთეს არ მოუტანს არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენ ხალხს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები ქართველის ბუნებას, ტრადიციებსა და ზნეობას ეწინააღმდეგება.

თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენს ბუნებას, ჩვენს ხასიათს, ტრადიციებს და ზნეობას. ძალიან საყურადღებოა აფხაზების განცხადებები, რომ ამ ყველაფერზე აფხაზები მიგვანიშნებენ. ჩვენ ამაზრზენი სანახაობა ვიხილეთ სასტუმრო „რუმსთან“, „ვინოტელთან“ და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ გვაკარგვინებენ სახეს და ამას აკეთებს საქართველოში უმცირესობის უმცირესობის უმცირესობის უმცირესობა. ძალიან პატარა და ვიწრო ჯგუფი, ამ ჯგუფის წინა პლანზე, გავრილოვის ეპიზოდშიც ასე ვნახე და პოზნერთან დაკავშირებითაც ასე იყო, ჩვენ ვიხილეთ ხოშტარია, სამადაშვილი, კანდელაკი და ვინმე მაქარაშვილი. ეს ხალხი ვინ არის? დიდი ხანია, ეს ხალხი ქართველები აღარ არიან. ვერც ამერიკელები გახდნენ და ქართველობაც დიდი ხანია, დაკარგეს. ეს არის სრულიად მონური ფსიქოლოგიის ხალხი, ვინც ცდილობს შექმნას საკუთარი დღის წესრიგი და შემდეგ მთელი საქართველო ამ დღის წესრიგის ქვეშ აცხოვროს. ჩვენ საქმე გვაქვს არაჯანსაღი და დაავადებული აზროვნების ხალხთან. როცა იქამდე დაეცემი, რომ თუნდაც შენთვის მიუღებელ ადამიანებს დაუყრი ღორის საკვებს, როცა იქამდე დაეცემი, რომ ახტები გრიბოედოვის ძეგლზე და დააზიანებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. როცა ეს ხალხი ამ ყველაფერს აკეთებს, ამათ ჰგონიათ, რომ ამ ქმედებით საქართველოს აერთიანებენ. ისე უნდა მოქმედებდე, ომშიც ისე უნდა იქცეოდე, რომ მოწინააღმდეგემ პატივი გცვცეს. კი არ აგიგდოს და დაგცინოს შენი უღირსი საქციელი გამო. ბევრი ეპიზოდი გვახსოვს ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქართველოში. შარვალს რომ ჩაიხდი, კაცი, რომ გქვია და შემდეგ შენს გაშიშვლებულ უკანალს ცხინვალს მიუშვერ, ამ ე.წ კაცებს რა ჰგონიათ, ქვეყანა ასე ერთიანდება? ამ ხალხს საქართველოსთვის სიკეთე არ უნდათ. ან რა ჰგონიათ, ამ „ხუილოს“ ძახილით. შე მართლა „ხუილო“, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ „ხუილოს“ ძახილით ქვეყანა ერთიანდება. როდემდე უნდა ვმოქმედებდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

ჩვენ ბოლო დღეებში მოვისმინეთ როგორ არის აღშფოთებული „ქართული ოცნება“ პოზნერთან დაკავშირებული ინცინდენტის გამო. ვაჟა-ფშაველა და სტუმარმასპინძელი გაახსენდათ. მთელ ამ პროვოკაციებში თანაბრად მონაწილეობს „ქარული ოცნება“. ასევე „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი მონაწილე ამ პროვოკაციების დაგეგმვის და განხორციელებისას. ერთობლივად აკეთებენ ამას „ქართული ოცნება“ და სააკაშვილ-ბოკერიების ჯგუფები. „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ თბილისში პოზნერის თვითმფრინავი ჩამოდიოდა. სტუმრობის ვიზიტის და ვადების შესახებ ინფორმირებული იყო. რა გააკეთეს შემდეგ? ისევ მიუსიეს ხოშტარია, სამადაშვილი და კანდელაკი. ამ ყველაფერს შეთანხმებულად აკეთებთ ამერიკელებს რომ ასიამოვნოთ. აი, თურმე როგორ აგდებენ აქედან ხან გავრილოვს, ხან პოზნერს და ხან კიდევ ვის. ეს ჩვენს ერს სახეს უკარგავს და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ოკუპაციის შესახებ კანონი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება, პოზნერს დარღვეული არ აქვს. მისი განცხადებების ნაწილი ერთია და მე ამას არ ვიზიარებ, მაგრამ არ ვიზიარებ ასევე ლიეტუველი დეპუტატის განცხადებებს, რაც ანალოგიურია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

 

დატოვე კომენტარი