ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა სასტუმრო „რუმს ჰოტელი“ შეძახილებისა და კვერცხების სროლის ფონზე დატოვეს [ფოტო]
ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა სასტუმრო „რუმს ჰოტელი“ შეძახილებისა და კვერცხების სროლის ფონზე დატოვეს [ფოტო]

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა სასტუმრო „რუმს ჰოტელი“ პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. ვლადიმერ პოზნერის სტუმრებს სასტუმროს დატოვება შეძახილებისა და კვერცხების სროლის ფონზე მოუწიათ. ასევე კვერცხები ესროლეს ავტობუსს, რომელშიც ისინი ჩასხდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოზნერი და მისი სტუმრები აეროპორტში წავიდნენ, საიდანაც საქართველოს დატოვებენ.

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლა აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. თავდაპირველად აქცია გაიმართა სასტუმრო ვინოტელთან“, სადაც ჟურნალისტი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

ამასთან, ვლადიმერ პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოდან უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრე წავიდეს.