ირლანდიის ჩემპიონატში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა.
„ქრუსეიდერსსა“ და „გლენტორანს“ შორის მიმდინარე მატჩის მეათე წამზე, მასპინძელთა ფეხბურთელმა მეთიუ სნოდიმ შორიდან გაისროლა და მეკარემ ბურთის ხელში დაფიქსირება ვერ მოახერხა.
მატჩის დაწყებიდან სნოდის დამრტყმამდე მასპინძელთა ფეხბურთელებმა სულ სამი პასი გააკეთეს.
„ქრუსეიდერსი“ ირლანდიის მოქმედი ჩემპიონია.