„სუპერ რაგბი აოტეაროა“ - სამი ტურის შემდეგ „ბლუზი“ ლიდერობს [ვიდეო]
„სუპერ რაგბი აოტეაროა“ - სამი ტურის შემდეგ „ბლუზი“ ლიდერობს [ვიდეო]

„სუპერ რაგბი აოტეაროა“-ს მესამე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე კვლავ ოქლენდ „ბლუზია“, რომელმაც კარგ ფორმაში მყოფი „ჰაილენდერსი“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 27:24 დაამარცხა.


შესანიშნავად თამაშობს „ქრუსეიდერსის“ ფულბეკი ვილ ჯორდანი, რომლის გუნდმაც ვაიკატო „ჩიფსთან“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 18:13 მოიგო და კვლავ დაუმარცხებელია.


სამი ტურის შემდეგ – „ქრუსეიდერსს“, „ჰაილენდერსს“ და „ჰარიქეინსს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული, ვიდრე „ბლუზს“ და „ჩიფსს“.  ოქლენდელებს 12 სატურნირო ქულა აქვთ. მეორე ადგილზე ცხრა ქულით „ქრუსეიდერსია“. ხუთი ქულა აქვს „ჰაილენდერსს. „ჩიფსმა“ მხოლოდ ორი სატურნირო ქულა მოიპოვა. რაც შეეხება „ჰარიქეინსს“ – ველინგტონელები ჯერჯერობით უქულოდ არიან.