„ქრუსეიდერსმა“ „ზე რაგბი“ ზედიზედ მესამედ მოიგო – სკოტ რობერტსონმა გამარჯვება კვლავ „ბრეიქ დანსით“ აღნიშნა [ვიდეო]
„ქრუსეიდერსმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წნეხის ქვეშ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და „ზე რაგბის“ ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ისტორიაში ყველაზე დაბალი შედეგიანობით გამოირჩა, არგენტინული „ხაგუარესი“ ანგარიშით 19:3 დაამარცხა.
3PEAT!!! And our 10th @superrugbynz title!! What a close contest, thank you the @jaguaresarg and your fans, you were outstanding 👏🏽 #3peat #likenoother #CRUvJAG 19-3 final score 🔥🏆🙌🏽
— BNZ Crusaders (@crusadersrugby) July 6, 2019
ქრაისთჩერჩში ციოდა და იწვიმა კიდეც, რამაც თამაშის ტემპზე და მიმდინარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა. გუნდები დაცვაში შესანიშნავად ირჯებოდნენ, თუმცა შეტევაში ბევრ შეცდომას უშვებდნენ და საბოლოოდ, იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელმაც საკუთარი შანსი უკეთ გამოიყენა. ახალზელანდიურმა კლუბმა ტურნირი ისტორიაში მეათედ, ბოლო წლებში კი ზედიზედ მესამედ მოიგო და 1998-2000 წლებში შესრულებული საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
„ხაგუარესი“ ფინალში პირველად თამაშობდა და ისეთ მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემებში, როგორებიც ბურთის ფლობა და ტერიტორიაა, შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა. ფრთაზე მოთამაშე მატიას მორონის სამჯერ ჰქონდა ლელოს დადების რეალური შანსი, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენა.
„ქრუსეიდერსის“ მხრიდან, მატჩის ერთადერთი ლელო კვაჭმა კოდი ტეილორმა დადო. დარჩენილი 14 ქულა გუნდის მგეზავ რიჩი მო’უნგას ანგარიშზეა, რომელმაც ზუსტად ხუთიდან ხუთი დარტყმა შეასრულა.
გადამწყვეტი პირველი ნახევრის ბოლო წუთები გამოდგა, როდესაც მორონიმ ლელოს დადების შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, რასაც ახალზელანდიელთა კონტრიერიში და სამი ქულა მოჰყვა – 10:3. მეორე ტაიმში არგენტინელები ხშირად ჯარიმდებოდნენ. შედეგად, მო’უნგამ მეტოქე სამი ზუსტი დარტყმით დასაჯა.
ფინალური სასტვენის შემდეგ, „ქრუსეიდერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სკოტ რობერტსონმა გამარჯვება ტრადიციული „ბრეიქ დანსით“ აღნიშნა.
🕺🏼 Is there a better way to celebrate a #SuperRugby title than a Razor Robertson breakdance?
🎥 @skysportnz pic.twitter.com/xJ8CSb1WpL
— Super Rugby (@SuperRugbyNZ) July 6, 2019