„ირიაოს“ წევრებისთვის პორტუგალიაში საქართველოს საელჩომ მიღება გამართა
ევროვიზია 2018-ის ქართველი მონაწილეების, ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრებისთვის პორტუგალიაში საქართველოს საელჩომ მიღება გამართა. წვეულებას ლისაბონში მცხოვრები ქართველები, უცხოელი ჟურნალისტები და პორტუგალიელი სტუმრები ესწრებოდნენ.
მიღებაზე „ირიაომ“ საკონკურსო სიმღერა „შენი გულისთვის“ შეასრულა.
მიღება პორტუგალიაში საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძის ინიციატივით გაიმართა.
10 მაისს კი „ირიაო“ მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს. წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. ჯგუფი „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.