ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, არაღჩი გაერო-ს შტაბ-ბინაში ირანის დიპლომატიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, ირანიდან ის კატარში გაფრინდა, საიდანაც ნიუ იორკში გაემგზავრება.
„მინისტრმა კვირა საღამოს დატოვა თეირანი ნიუ იორკში გამგზავრებისთვის და მოკლე ვიზიტით დოჰაში გაემგზავრება რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციების გასამართად“, – იტყობინება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.
ცნობისთვის, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია (UNGA 81) 22-დან 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.