ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ მონაცემების მოპოვება სცადეს
ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ მონაცემების მოპოვება სცადეს

ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაზე თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია კომპანია „მაიკროსოფტის“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, როგორც ცნობილია, კიბერდამნაშავეებმა სასურველ მონაცემებზე წვდომა ვერ მოიპოვეს. მიზანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა იყო.

აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან ერთად ჰარეკებმა თავდასხმა განახორციელეს სხვა პოლიტიკური ფიგურების მონაცემებზეც.

როგორც ცნობილია, ირანელი ჰაკერების ჯგუფმა „ფოსფორუსი“ 241 ამერიკელი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მონაცემებზე წვდომის მოპოვება სცადეს. ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰაკერული თავდასხმა სულ 2 700-ჯერ განხორციელდა.