პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდთან დაგეგმილ ახალ სამწლიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე. განიხილეს: ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საკითხები, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, ინფლაცია, საფინანსო-საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა. ირაკლი კოვზანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ფონდის პროგრამის განახლების შემდეგ ერთობლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.