ირაკლი ბუღრიძე ბელგიაში გადავიდა - „ბეერსხოტთან“ კონტრაქტი გუშინ გავაფორმე
ირაკლი ბუღრიძე ბელგიაში გადავიდა - „ბეერსხოტთან“ კონტრაქტი გუშინ გავაფორმე

„გადაწყვეტილია, რომ ბელგიაში, „ბეერსხოტში“ ვითამაშებ“, – ინფორმაცია პირველ არხს ირაკლი ბუღრიძემ დაუდასტურა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და საჩხერეს „ჩიხურას“ თავდამსხმელის თქმით, კონტრაქტი ახალ წლებამდე შესთავაზეს.

„20 დეკემბერს „ბეერსხოტის“ წარმომადგენელი დამიკავშირდა. ტრანსფერზე ჰოლანდიელი მენეჯერი მუშაობდა, რომელსაც ჩემი კანდიდატურა ქართველმა პარტნიორმა, გიორგი გოგოლაძემ შესთავაზა. თავიდან ბელგიელების წინადადების ფინანსური მხარე არ მომეწონა, მაგრამ მერე გაუმჯობესებული კონტრაქტი შემომთავაზეს და საკითხი გადაწყდა. დღეს ესპანეთში მივემგზავრები, სადაც ამჟამად „ბეერსხოტი“ შეკრებაზეა“, – ამბობს ბუღრიძე.

20 წლის თავდამსხმელის თქმით, მან კლუბთან კონტრაქტი 1,5+2–წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ანუ ოფციონის წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეები ხელშეკრულების პირობებს წელიწადნახევრის შემდეგ გადახედავენ. „ბეერსხოტი“ ბელგიის „ბ“ დივიზიონში გამოდის, მეორე ადგილზეა და დიდი შანსია, რომ შემდეგი სეზონი მთავარ ბელგიურ ლიგაში ითამაშოს.