ირაკლი ბუღრიძე კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს #1TVSPORT
ირაკლი ბუღრიძე კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს #1TVSPORT

ირაკლი ბუღრიძე კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდში, „ყიზილ-ჟარში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ბოლოს ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, პეტროპავლოვსკისყიზილ-ჟართან“ კონტრაქტი 12 თებერვალს გააფორმა.

ირაკლი ბუღრიძე თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია. ასევე თამაშობდა „დინამო თბილისში“, საჩხერის „ჩიხურაში“, გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“. 2018–2019 წლებში ბელგიურ „ბეერსხოტში“ გამოდიოდა.

ირაკლი ბოლოს ქუთაისის „ტორპედში“ თამაშობდა, სადაც კონფერენს ლიგაზე ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ბუღრიძემ „ტორპედოში“ 64 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.