ირაკლი ბუღრიძე - „ტორპედოს“ მიზანი სამეულში მოხვედრაა #1TVSPORT
ირაკლი ბუღრიძე - „ტორპედოს“ მიზანი სამეულში მოხვედრაა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ირაკლი ბუღრიძე იმედოვნებს, რომ გუნდი სამეულში მოხვდება და ევროსაზგურს მოიპოვებს. მან მანამდე კომენტარი გააკეთა ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისთან“ „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაზეც, რომელიც 1:1 დასრულდა.

„ქართული კლასიკოში“ ქუთაისელებიდან ერთადერთი გოლი ბუღრიძემ 53-ე წუთზე გაიტანა. მას შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ 88-ე წუთზე რეალური შანსით ვერ ისარგებლა.

„თბილისის „დინამოსთან“ „ტორპედოს“ თამაში ყოველთვის საინტერესო და დაძაბულია. ახლაც ასე მოხდა. ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ზედიზედ რამდენიმე თამაში გვქონდა მოგებული და ამ მატჩის მოგებაც გვსურდა.

ვფიქრობ, რომ ჩვენი თამაში ვიპოვეთ. ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ მოგებაც შეიძლებოდა, ბოლო წუთზე ჩემი მომენტი რომ გამომეყენებინა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი თამაშია. ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა. ამისთვის ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება ჩემს გოლს – მიხარია, რომ „ტორპედოში“ მორიგი გოლი გავიტანე, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა დ მნიშვნელოვანი ქულა მოგვაპოვებინა“, – ამბობს ირაკლი ბუღრიძე.

25-ე ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ (38) მეექვსე ადგილზეა და მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს“ (45 ქულა), წყალტუბოს „სამგურალს“ (42) და გორის „დილას“ (41) ჩამორჩება.