„ტორპედო“ სამეულმა დატოვა - ახვლედიანის შემდეგ გუნდს ბურღიძეც დაემშვიდობა #1TVSPORT
„ტორპედო“ სამეულმა დატოვა - ახვლედიანის შემდეგ გუნდს ბურღიძეც დაემშვიდობა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ სამ მოთამაშეს დაემშვიდობა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ირაკლი ბუღრიძემ, თორნიკე ახვლედიანმა და დავიდ კეიკემ „ტორპედო“ დატოვეს. დავიდ კეიკეს იჯარა დაუსრულდა, რომლის გახანგრძლივებაც კლუბმა აღარ ისურვა. თორნიკე ახვლედიანთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა, ირაკლი ბუღრიძეს კი კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. მადლობას ვუხდით ფეხბურთელებს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.

ქუთაისის „ტორპედო“ ორ ახალწვეულ ლეგიონერს ელის, რომელთა ტრანსფერსაც მალე გაასაჯაროებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ კინი იმედოვნებს, რომ გუნდი შარშანდელთან შედარებით გაძლიერდება და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

„ტორპედო“ 20-30 იანვარს ანტალიაში პირველ შეკრებაზე გაემგზავრება, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. თებერვლიდან კი გუნდი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.