ირაკლი ბუღრიძე - პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ „ტორპედოს“ გამარჯვებაში წვლილი გოლით შევიტანე #1TVSPORT
ირაკლი ბუღრიძე - პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ „ტორპედოს“ გამარჯვებაში წვლილი გოლით შევიტანე #1TVSPORT

„ტორპედოს“ ფეხბურთელმა, ირაკლი ბუღრიძემ კომენტარი გააკეთა „თელავთან“ შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისელებმა 2:1 მოიგეს, ერთი გოლი კი სწორედ 24 წლის თავდამსხმელმა გაიტანა.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ „თელავი“ მარტივად არ დათმობდა ქულებს. ჩვენთან კი ბევრი ტრავმირებულია, სასტარტო შემადგენლობაში უამრავი ფეხბურთელი შეიცვალა – მათ შორის მეც. ვიცოდით, რომ მალე შეთამაშება რთული იქნებოდა, მაგრამ მეტოქე ბოლოს მაინც გავტეხეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

„თელავი“ ალბათ მაინც ქულის ასაღებად თამაშობდა, უკნიდან გევთამაშებოდა და ასეთ დროს ზონების გარღვევა რთულია. ბოლო წუთებზე მაინც მოვახერხეთ სივრცეების პოვნა, რამაც გამარჯვება მოგვიტანა.

ეს სამი ქულა ძალიან საჭირო იყო. პირადად ჩემთვის კი მნიშვნელოვანი იყო, რომ „ტორპედოს“ გამარჯვებაში წვლილი გოლით შევიტანე, ახლანდელ მდგომარეობაში ეს ძალიან მჭირდებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, წინ კი საინტერესო და რთული სეზონი გველოდება“, – ამბობს ირაკლი ბუღრიძე.