რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე - დღეს ერთობამ გაიმარჯვა
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართა, ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. მან საარჩევნო ყრილობის დასრულების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. მიხარია, რომ დღეს რაგბმა და სარაგბო ერთობამ გაიმარჯვა. ყრილობა წარიმართა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო. მინდა ვითანამშრომლო ყველასთან, მათ შორის გოჩა სვანიძესთან და ბაჩო ხურციძესთან.“