აბუსერიძის გუნდი 10 მარტის არჩევნებს არ აღიარებს #1TVSPORT
აბუსერიძის გუნდი 10 მარტის არჩევნებს არ აღიარებს #1TVSPORT

მედიაცენტრმთავარში“ ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერებმა მედიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. მოგეხსენებათ, 10 მარტს რაგბის კავშირის მორიგი საარჩევნო ყრილობაა ჩანიშნული.

აბუსერიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 10 მარტის არჩევნები არალეგიტიმურია, ისინი შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებენ.

ვეტერანი მორაგბე სიმონ მაისურაძე აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ხვალ საფრანგეთის ორ ქალაქში, პარიზსა და ნიცაში შეიკრიბებიან ქართველი ლეგიონერები და გააპროტესტებენ იმ მდგომარეობას, რაც დღეს რაგბიში ხდება.

სიმონ მაისურაძე – „ეს ადამიანები მუშაობას ვერ დაიწყებენ. რაგბის ოჯახი ამას არ შეეგუება. ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. სიმართლე ჩვენს მხარესაა“.