ბესიკ ხამაშურიძე - საარჩევნო პროცესი დროზე უნდა დასრულდეს
ბესიკ ხამაშურიძე - საარჩევნო პროცესი დროზე უნდა დასრულდეს

ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მიიჩნევს, რომ ქართული რაგბის მომავლისთვის, მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და რაგბის კავშირის ნორმალურ სამუშაო გარემოს დაუბრუნდეს.

ხამაშურიძე ერთ-ერთია იმ ვეტერან მორაგბეებს შორის, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სოსო ტყემალაძის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს:

„მნიშვნელოვანია დროზე დასრულდეს საარჩევნო პროცესი, რათა ეროვნულ ნაკრებს, ასევე კლუბებს, ნორმალურად ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცეთ. ვისაც რაგბი უყვარს, ეს უნდა გაითვალისწინოს. შესაძლოა 100%-ით ყველა საკითხში შეთანხმება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ვისაც ქართულ რაგბიზე გული შეგვტკივა, ამისათვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ქართული რაგბი წინ წავიდეს. ასეთი გაურკვევლობა კარგს არაფერს მოიტანს, კარგი მენეჯერი კი ამ პროცესს სწორ მიმართულებას მისცემს“.